GAIA-ს ამბავი
ვინ ვართ
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებისა და ენთუზიასტების არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა.
GAIA-ს მისიაა დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარება საზოგადოებისა და ბიზნესის მიერ AI-ის საუკეთესოდ გამოყენების ხელშეწყობით. ასოციაცია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ განათლების გავრცელებაზე და მხარს უჭერს აკადემიურ, კერძო და საჯარო სექტორებს AI ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში.
მთავარი მიზანი საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა. GAIA არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ტიპის პროექტებსა და დაინტერესებულ მხარეებს.
ასოციაციის წევრები არიან მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის წამყვანი პროფესიონალები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ხელოვნური ინტელექტითა და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები.
3 მიზანი, 3 სამუშაო მიმართულება
Knowledge-sharing, Awareness Raising and Advocacy (KSARA)
ცოდნის გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და ლობირება, რათა ყველა მაქსიმალურად და სწორად იყენებდეს AI-ს
ამისთვის KSARA-ს ძირითადი აქტივობებია:
-
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ჯგუფებისთვის ცოდნის გაზიარება
-
სკოლებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა
-
საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ლობირება
Business Adoption and Support (BAS)
ბიზნესში AI-ის ათვისება და ბიზნეს ლიდერების მხარდაჭერა, რომ გაიზარდოს ბიზნესის მომგებიანობა და გაჩნდეს მეტი კარგი ქართული AI სტარტაპი
ამისთვის BAS-ის აქტივობებია:
-
კერძო სექტორს მხარდაჭერა ხელოვნური ინტელექტის ათვისებაში საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების გზით
-
სტარტაპების მხარდაჭერა დაფინანსების და კავშირების მოძიებაში
Georgian AI Development Initiatives (GAIDI
ქართული AI-ის განვითარების ინიციატივები, რომ გვყავდეს ბევრი კარგი AI პროფესიონალი, რომლებიც განავითარებენ ქართულ AI-ის და AI-ის საქართველოში
ამისთვის GAIDI-ის აქტივობებია:
-
პროფესიულ განვითარებაში მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებით
-
ერთობლივი პროექტების, კვლევებისა და მონაცემთა შეგროვების ინიცირება
-
ქართული ენის მოდელის განვითარების მხარდაჭერა