ამოცანის დასმის მნიშვნელობა
რაც უფრო ზუსტია ამოცანა, მით უფრო მეტია მისი ამოხსნის შანსი. ეს ამბავი მათემატიკურ ამოცანებზე თითქოს ძალიან ცხადია, თუმცა სხვა საქმიანობებშიც ისევე მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, თუ რა ამოცანას ვჭრით. მაგალითად, გაყიდვების ზრდა რომ გვევალებოდეს, ორი ერთეულით მეტის გაყიდვა ან უზარმარაზარი ფასდაკლებით გაყიდვა უკვე ამოცანის გადაჭრაა, ამიტომ კრიტიკულია ზუსტი განმარტება - რამდენით გვინდა გაყიდვების გაზრდა, რა ფასად უნდა გაიყიდოს, რა სეგმენტზე, რა ვადაში. ეს ბევრად უფრო სწორი მიმართულებით წაგვიყვანს და მოქმედებების ეფექტურობაც მაღალი იქნება.
ზუსტად იგივეა Prompt Engineering - გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის "ხელოვნება". ჩვენ ფაქტიურად წვდომა გვაქვს უდიდეს რესურსთან, რომ ვიპოვოთ ძალიან ბევრი საკითხის გასაღები, თუმცა რაც უფრო ზოგად კითხვას ვსვამთ, პასუხიც ზოგადი, გაცვეთილი და ნაკლებად ღირებულია. თუ ChatGPT-ისგან მაქსიმალური შედეგის მიღება გვინდა, კითხვის დასმამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ.
ამ სტატიაში Prompt ინჟინერიის სხვადასხვა მეთოდებს გაგიზიარებთ, თუმცა არ შევეხებით ისეთ მსხვილ მიმართულებებს, როგორიცაა კოდის და ვიზუალური მასალების გენერირება, რომელსაც განსხვავებული სპეციფიკა აქვს.
კარგი Prompt-ის ფორმულა
მაშ ასე, ექსპერტების მოსაზრებით, კარგი Prompt-ის მთავარი ფორმულა ასეთია:
როლი - რა როლიდან ან ვისი გადმოსახედიდან გვინდა მივიღოთ პასუხი. მაგ. უთხარით ChatGPT-ის, რომ არის მარკეტინგის ექსპერტი, ლექტორი, ფინანსისტი და ა.შ.
შედეგი - რა გვინდა დაგვიბრუნოს, მაგალითად, სმს შეთავაზების ტექსტი
მიზანი - რა მიზანს ემსახურება ეს ტექსტი, მაგ. პროდუქტის გაყიდვების გაზრდას
კონტექსტი - ვინ, რა, სად, რატომ - მაგ. ეს სმს უნდა მიუვიდეს სტუდენტებს, შეთავაზება უნდა მოიცავდეს 20% ფასდაკლების აქციას სმარტფონზე
დამატებითი ინსტრუქციები - მაგ. ტექსტი უნდა იყოს მარტივი და სახალისო, მაქსიმუმ 20 სიტყვიანი
მაგალითად, შევადაროთ ორი ვარიანტი
ზოგადი დავალება სმს კამპანიაზე:
მეტი კონკრეტიკა:
Prompt-ის გავრცელებული მეთოდები
1. Shot Prompting
ყველაზე მარტივი და გავრცელებული - როდესაც ხდება პირდაპირ ამოცანის დასმა:
Zero-shot Prompting - როდესაც ძალიან გენერალურია კითხვა და არ მოიცავს არანაირ დაზუსტებას და კონკრეტიკას; მაგ: როგორი უნდა იყოს KPI-ები;
One Shot (few shot) Prompting - როდესაც დამატებით ერთი ან რამდენიმე ინფორმაცია ემატება. მაგ. როგორი უნდა იყოს ფინანსური სექტორის ციფრული პროდუქტის KPI-ები (მაგალითად - Daily Active Users), რომელიც ორიენტირებულია საცალო მომხმარებლებზე
2. Tabular format Prompting
Give me in tabular format - ცხრილის სახით მოცემული მონაცემები უფრო აღქმადი და მოსახერხებელია:
3. Ask before answer Prompting
ამ შემთხვევაში, ChatGPT-ის ამოცანას აძლევთ და სთხოვთ, რომ პასუხის გაცემამდე დამაზუსტებელი კითხვები დაგისვათ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კი ბევრად უფრო ხარისხიან შედეგს იღებთ. ეს არის ერთ-ერთი გამოყენებადი ინსტრუმენტი, განსაკუთრებით კოდის დაწერისას ან რთული მოთხოვნის ჩამოყალიბებისას.
4. Perspective Prompting
როდესაც გინდათ, კონკრეტული თემა სხვადასხვა პერსპექტივით დაინახოთ, მაგალითად - "მინდა გავზარდო ჩემი კომპანიის გაყიდვები. მითხარი როგორ იჭრება ამოცანა მარკეტოლოგის, გაყიდვების, ფინანსისტის და პროდუქტის მენეჯერის პერსპექტივებით".
5. Constructive Critic Prompting
როდესაც ChatGPT-ის აწვდით კონკრეტულ მასალას (მაგ. სტატიას, სარეკლამო განაცხადს, უნივერსიტეტის ესეს...) და სთხოვთ კრიტიკას და გაუმჯობესების გზების შემოთავაზებას.
6. Comparative Prompting
ეს ფორმატი გამოიყენება ორი ან მეტი საგნის შედარებისას.
7. Chain of თhought Prompting
როდესაც მოდელს ნაბიჯ-ნაბიჯ სთხოვთ რაღაცის ახსნას. განსაკუთრებით ღირებულია რთული კონცეფციებისა და იდეების ასახსნელად, მაგალითად რა არის მზის დიამეტრი, ან :
საბოლოოდ, Prompt ინჟინერია არის უნარი, რომელიც მუდმივად გასაუმჯობესებელია, და არ უნდა ველოდოთ, რომ პირველივე პასუხი იქნება იდეალური. ამიტომ, დამატებით კითხვების დასმა, შესწორებების შეტანა, განმარტების მოთხოვნა ჩვეულებრივი ამბავია. ასევე არის შემთხვევები, როდესაც დიალოგი არასწორი მიმართულებით მიდის და საჭიროა სუფთა ფურცლიდან დაწყება. ასეთ დროს, შეგვიძლია ChatGPT-ის უთხრათ, რომ ყველა მანამდე მინაწერი დაივიწყოს და ისე დააგენერიროს პასუხი.
Comments