top of page

Udio: შენ(ც) ხარ ბეთჰოვენი


Suno-ს შემდეგ, Udio კიდევ ერთი ახალი AI აპლიკაციაა, რომლითაც 40 წამზე ნაკლებ დროში, უფასოდ შეიძლება სასურველი მუსიკის გენერირება. მოდელი გუგლის DeepMind-ის ყოფილი წამყვანი AI მკვლევარებმა და ინჟინრებმა შექმნეს.


Udio-ს გამოყენება ძალიან მარტივია. მარტივი ავტორიზაციის შემდეგ მხოლოდ საჭიროა მოდელისთვის ტექსტური სახით იმ მუსიკის აღწერის მიწოდება, რომლის დაგენერირებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სასურველი ჟანრი და სტილი, ასევე თქვენ თავად დაწეროთ ტექსტი და მოდელს მის სასურველ მელოდიაზე მორგება დაავალოთ. გარდა ამისა, შესაძლებელია მხოლოდ ინსტრუმენტული მელოდიის შექმნაც. Udio-ს გამოყენებით შესაძლებელია, ფიქრებისა თუ სიტყვების გარდაქმნა მუსიკალურ ნაწარმოებად ნებისმიერ სტილსა და ჟანრში, იქნება ეს ბლუზი, ელექტრონული მუსიკა, პოპ–მუსიკა, ჰიპ-ჰოპი, როკ–მუსიკა, ქანთრი, ჯაზი თუ სხვა.


ქართულიც იცის?


რაც ყველაზე შთამბეჭდავია, Udio-ს გამოყენებით მუსიკის შექმნა შეიძლება ბევრ ენაზე, მათ შორის, ქართულადაც. მართალია, ქართულად მუსიკის გენერირება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ტექსტის სრულად მიწოდებაა საჭირო, რადგან სხვა შემთხვევაში გამოტოვებულ ადგილებს მოდელი სხვა ენაზე შეავსებს. მოდელს ხშირად უჭირს ქართული სიტყვების აღქმაც. ტექსტური აღწერის საფუძველზე სასურველ სტილში შექმნილი მუსიკის

გაზიარება კი როგორც Udio-ს სივრცეში, ისე სხვა პლატფორმებზე შეგიძლიათ. მომხმარებელს ასევე შეუძლია Udio-ს სივრცეშივე შექმნას საკუთარი ფლეილისტი, დაამატოს საკუთარი და სხვების გენერირებული მუსიკა, ასევე მოიწონოს ან შეცვალოს სხვისი მუსიკა საკუთარი გემოვნებით. 


Udio სტანდარტულად 33 წამიან მუსიკას აგენერირებს, თუმცა შესაძლებელია როგორც მისი შინაარსობრივი რედაქტირება და რემიქსი, ასევე მისი გახანგრძლივება 4 წუთამდეც კი. ყველაზე შთამბეჭდავი კი მაინც Udio-ს მიერ გენერირებული მუსიკის ხარისხია.


მოუსმინეთ Udio-ში დაგენერირებულ სიმღერას ამ ბმულზე


აქვე გთავაზობთ დინამოს ჰიმნის როკ ვერსიას, თუმცა მოდელს -ჯვ- და -ჭ- ბგერების გამოთქმა ჯერ კიდევ უჭირს:



Dinamo Anthem

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გასამხნევებლად შექმნილი პოპ სიმღერა


Hearts Ablaze Together


როგორ გამოიყენო


Udio ყველასთვის ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ და მისი შედეგები იმის მიხედვით უმჯობესდება, თუ რამდენად მეტ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდით თქვენი პრეფერენციების შესახებ. 


ამ ეტაპზე, მოდელის შედეგები შესანიშნავია, თუმცა არასრულყოფილი. კომპანია მუშაობს, მოდელის დახვეწაზე, რათა უფრო სწრაფად და უფრო ხანგრძლივი მუსიკის დაგენერირება გახდეს შესაძლებელი, გაუმჯობესდეს ხმის ხარისხი და მოდელს ჰქონდეს მეტი ენის მხარდაჭერა. Udio-ს გავლენა იგივეა მუსიკალური ინდუსტრიისთვის, როგორიც Sora-ს, LTX Studio-სა და Pika-ს აქვს კინემატოგრაფიასა და ვიზუალური შემოქმედების სხვა სფეროებში.


Udio-ს გამოყენება ყოველდღიურადაც შეგვიძლია, განსაკუთრებით საინტერესო კი იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც მუსიკისა და ტექნოლოგიების სიყვარული აერთიანებს. Udio გამოყენებადი ინსტრუმენტია როგორ მუსიკოსებისთვის, ისე არამუსიკოსებისთვისაც. მაგალითად, მისი გამოყენება კონტენტისთვის მუსიკის შესაქმნელად შეუძლიათ ვიდეოგრაფებს, ვლოგერებს და იუთუბერებს საკუთარი ვიდეოების მუსიკალური. მათ აღარ მოუწევთ არტისტების მუსიკის გამოყენებისთვის გადახდა.


ერთი მხრივ, ბევრი იფიქრებს რომ მუსიკოსებისთვის ჩნდება ახალი კონკურენტი, თუმცა Udio-ს და მსგავსი პროდუქტების გამოყენება თავად მუსიკოსებსაც შეუძლიათ შემოქმედებითი პროცესის გამარტივებისთვის, ხოლო სხვა ადამიანებს მარტივი მუსიკალური გაფორმებებისთვის - იქნება ეს ვიდეოებისთვის თუ გადაცემისთვის. 


Udio-ს გარდა...


Udio მუსიკის გენერირების ერთადერთი AI პროდუქტი არ არის სხვა AI მოდელებიც არსებობს. მაგალითად, ორი საინტერესო მოდელი Suno და MusicFX, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია სასურველი ტექსტის, ჟანრისა და ფორმატის მუსიკის გენერირება შეუძლია. თუმცა, Udio-ს უპირატესობა ისაა, რომ სრულად უფასოა, გენერირებული მუსიკის ხარისხთან ერთად, შეუზღუდავი რაოდენობით მუსიკის გენერირების და მათი რედაქტირების შესაძლებლობას და ფუნქციონალების მრავალფეროვან არჩევანსაც გვთავაზობს.


Spotify-მ პრემიუმ პაკეტის გამომწერებისთვის ასევე დაამატა ახალი ფუნქციონალი - AI Playlist, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია AI-ის გამოყენებით სასურველი შინაარსის ფლეილისტის შექმნა. ამისთვის კი საკმარისია მხოლოდ ტექსტური სახით აღწერის მიწოდება. შედეგად კი არსებული მუსიკალური ნაწარმოებებისგან მომხმარებლის გემოვნების შესაბამის ფლეილისთი შეიქმნება.




როგორ მუშაობს მუსიკის AI გენერატორები?


ახალი მუსიკის შესაქმნელად AI მუსიკის გენერატორები იყენებენ მანქანური სწავლების ალგორითმებს, კონკრეტულად კი ღრმა დასწავლას (Deep Learning). ეს ალგორითმები გაწვრთნილი არიან არსებული მუსიკის ძალიან დიდ მოცულობაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, ისწავლონ ე.წ. პატერნები მონაცემებში და კავშირი ნოტებს, აკორდებს, რიტმებსა და ინსტრუმენტებს შორის სხვადასხვა ჟანრში.


გაწვრთნის შემდეგ კი, AI-ს შეუძლია ახალი კომპოზიციების გენერირება შემდეგი მუსიკალური ელემენტის (ნოტი, აკორდი და ა.შ.) პროგნოზირებით, ნასწავლი პატერნების საფუძველზე. AI მოდელი იყენებს ალბათური მოდელირების ტექნიკას, რომლითაც მოდელი მუსიკის ყოველ შემდეგ შესაძლო გაგრძელებას ანიჭებს გარკვეულ ალბათობას წინა მუსიკის (ნოტების, აკორდების, რიტმის და ა.შ.) საფუძველზე. ეს ტექნიკა საშუალებას აძლევს AI-ს შექმნას არა მხოლოდ “გრამატიკულად სწორი”, თანმიმდევრული მუსიკა, არამედ შექმნას ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც სტატისტიკურად სავარაუდოა, რომ კარგად ჟღერს ადამიანის ყურისთვის. ხელოვნური ინტელექტი ამ დროს მოქმედებს როგორც გამოცდილი მუსიკის თეორეტიკოსი, რომელიც ქმნის ახალ ნაწარმოებებს მუსიკის დიდ ბიბლიოთეკაზე დაფუძნებით ქმნის, რომელიც მან გაწვრთნის დროს შეისწავლა.


შექმენი საკუთარი მუსიკა, Როცა დაასრულებთ მუსიკის რედაქტირებას, დააჭირეთ გამოქვეყნებას Udio საზოგადოებასთან გასაზიარებლად და გაგვიზიარე ჩვენც





Comments


bottom of page