ჩვენი სერვისები
საკონსულტაციო სერვისებით ასოციაცია მხარს უჭერს ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების საუკეთესოდ გამოყენებაში. საკონსულტაციო სერვისები შედგება სხვადასხვა საკონსულტაციო შეთავაზებებისგან, რომელიც კომპანიის სტრატეგიის, რესურსებისა და საჭიროების მიხედვით ირჩევა და ერთიან, კომპანიაზე მორგებულ პაკეტად ყალიბდება.
სატრენინგო და საგანმანათლებლო სერვისებით კი ასოციაცია მხარს უჭერს ბიზნესებს, მეწარმეებს და დასაქმებულებს პროდუქტიულობის გაზრდაში. სატრენინგო და საგანმანათლებლო სერვისები სხვადასხვა ზოგადი და სექტორული ტრენინგებისგან და კომპანიაზე მორგებული სპეციალური კურსებისგან შედგება.
საკონსულტაციო სერვისები
AI/მონაცემთა მზაობის შეფასება
კომპანიის არსებული მონაცემთა ინფრასტრუქტურის, ტალანტების, უნარებისა და პროცესების საფუძვლიანი შეფასება, რათა განისაზღვროს AI დანერგვის პოტენციალი და და მიმართულებები
Proof of Concept განვითარება
მცირე მასშტაბის AI მოდელის შექმნაში მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანის გადასაწყვეტად მისი მიზანშეწონილობისა და ღირებულების საჩვენებლად
AI სტრატეგიის შემუშავება
კომპანიისთვის როუდმეფის მომზადება, რომელშიც გაწერილი იქნება, თუ როგორ შეუძლია AI-ს კონკრეტული ბიზნეს გამოწვევების მოგვარება, დასახული იქნება რეალისტური მიზნები და შემუშავებული იქნება განხორციელების გეგმა
AI ხელსაწყოების ან კონტრაქტორის შერჩევა
ბიზნესის მხარდაჭერა AI ხელსაწყოების და პლატფორმებში, ასევე პროვაიდერებში მოძიებაში, გარკვევასა და შერჩევაში
ტექნიკური დავალების მომზადება
პროვაიდერი კომპანიისთვის ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური დავალების მომზადებაში და პროვაიდერ კომპანიასთან მისი შეთანხმებაში მხარდაჭერა
განათლება და ტრენინგები
AI 101: ხელოვნური ინტელექტის შესავალი
AI ფინანსური ანალიზისა და აუდიტისთვის
Prompt Engineering და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა (ChatGPT, Google Gemini)
AI და CRM სისტემები
მულტიმოდალური გენერაციული AI
ორგანიზაციაზე მორგებული ტრენინგი
AI ვიზუალური კონტენტის შექმნა
დაგვიკავშირდით
თქვენს კომპანიაზე ან ორგანიზაციაზე მორგებულ სერვისებზე ერთად მუშაობისთვის
info@aiassociation.ge | 995 558 25 72 82