top of page

შემოუერთდით GAIA-ს და გახდით ქართული AI საზოგადოების წევრი

თქვენ შეგიძლიათ შემოუერთდეთ ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას როგორც სრული ან ასოცირებული წევრი. ასოციაციის წევრობა ორგანიზაციებსაც (სტარტაპებს, კომპანიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს) შეუძლიათ.

სრული წევრი შეიძლება იყოს AI პროფესიონალი (მონაცემთა მეცნიერი, მონაცემთა ინჟინერი, ML ინჟინერი, ა.შ.) ან სხვა მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენელი.

ასოცირებული წევრობა კი შეუძლია ყველას - ბიზნესების, საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს და უბრალოდ AI ენთუზიასტებს.

თქვენი ბიზნესის ან ორგანიზაციის ასოციაციაში გასაწევრიანებლად, დაგვიკავშირდით მეილზე info@aiassociation.ge

White Structure
სრული წევრობის ფორმა

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) არის ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებისა და ენთუზიასტების არაკომერციული გაერთიანება. ასოციაცია ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და კერძო და საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვას. ასოციაციის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას ხელოვნურ ინტელექტზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.

ასოციაციას სამი მთავარი სამუშაო მიმართულება აქვს: Knowledge-sharing, Awareness Raising and Advocacy (KSARA), Business Adoption and Support (BAS) და Georgian AI Development Initiative (GAIDI). KSARA-ს მთავარი ამოცანა ასოციაციის წევრებისა და საზოგადოებისთვის ცოდნის გაზიარებაა. BAS-ის ამოცანა კი ბიზნესებისთვის AI ტექნოლოგიების დანერგვაში დახმარება და AI სტარტაპების მხარდაჭერაა. GAIDI კი ქართული ხელოვნური ინტელექტისა და პროფესიული საზოგადოების გაძლიერებასა და განვითარებაზე იმუშავებს.

ასოციაციის წევრი მონაწილეობს ასოციაციის საქმიანობაში, ხელს უწყობს მისი მიზნების შესრულებას და სარგებლობს ასოციაციის სპეციალური საწევრო შეთავაზებებით. ასოციაციის წევრობა 2024 წლის ბოლომდე ჩათვლით უფასოა. სიმბოლური საწევრო დონაციის ამოქმედდებამდე წევრებს წინასწარ გეცნობებათ.

წევრი უფლებამოსილია დატოვოს ასოციაცია. ამისთვის საკმარისია წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მიმართვა ასოციაციის გენერალურ დირექტორთან.

სრულ წევრს ასოციაციის პროექტებითა და შეთავაზებებით შეუძლია:

  • გაუზიაროს გამოცდილება და ცოდნა კოლეგებს

  • შესაძლებლობის მიხედვით დაეხმაროს ასოციაციას ღონისძიებების ორგანიზებასა და მოხალისეობრივ საქმიანობაში

  • მხარი დაუჭიროს ასოციაციის მისიის შესრულებას და საქმიანობას პროფესიულ ქსელებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

  • რეგულარულად მიიღოს მუდმივად განახლებადი, შერჩეული ინფორმაცია მსოფლიო AI საზოგადოების უახლესი მოვლენების შესახებ

  • წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას, მათ შორის AI პროექტებსა და კვლევებს

  • მიიღოს და გააზიაროს ცოდნა, უწყვეტად განვითარდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ფორმატებში

  • შეიქმნას ძლიერი პროფესიული ქსელი და დაამყაროს კავშირები ბიზნესთან, როგორც პარტნიორთან და დამსაქმებლებთან

  • აიმაღლოს პროფესიონალის სტატუსი და გაზარდოს შრომის ბაზარზე მოთხოვნადობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ

  • შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში

 

ამ ფორმის შევსებით თქვენ ხდებით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის სრული წევრი - უერთდებით ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და ააჩქარებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნის პროცესს

ასოციაციის საქმიანობის რომელი მიმართულებაა თქვენთვის უფრო საინტერესო? (მონიშნეთ რამდენიმე)
ასოციაციის რომელ პროექტებში/პროგრამებში და ინიციატივებში ჩაერთვებით მეტი ინტერესით? (მონიშნეთ რამდენიმე)

გილოცავთ! თქვენ შემოუერთდით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას. მალევე თქვენ მიიღებთ წევრობის დადასტურების მეილს და ინფორმაციას ასოციაციის უახლოესი სამოქმედო გეგმის შესახებ. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ

bottom of page