top of page
GAIA Cover.png

ჩვენი ამბავი

ვინ ვართ

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებისა და ენთუზიასტების არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა.

​

GAIA-ს მისიაა დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარება საზოგადოებისა და ბიზნესის მიერ AI-ის საუკეთესოდ გამოყენების ხელშეწყობით. ასოციაცია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ განათლების გავრცელებაზე და მხარს უჭერს აკადემიურ, კერძო და საჯარო სექტორებს AI ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში.

​

მთავარი მიზანი საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა. GAIA არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ტიპის პროექტებსა და დაინტერესებულ მხარეებს.

​

ასოციაციის წევრები არიან მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის წამყვანი პროფესიონალები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ხელოვნური ინტელექტითა და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები.

3 მიზანი და 3 სამუშაო მიმართულება

ცოდნის გავრცელება და ადვოკატირება

ცოდნის გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და ლობირება, რათა ყველა მაქსიმალურად და სწორად იყენებდეს AI-ს​. ეს მიმართულება მოიცავს:​

​

  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სხვადასხვა ჯგუფებისთვის ცოდნის გაზიარებას

  • სკოლებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას

  • საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ლობირებას

ბიზნესების მხარდაჭერა

ბიზნესში AI-ის შესახებ ცოდნის გავრცელება და AI-ის დანერგვის ხელშეწყობა, რათა გაიზარდოს ბიზნესის მომგებიანობა და გაჩნდეს მეტი კარგი ქართული AI სტარტაპი​. ეს მიმართულება მოიცავს:​

​

  • კერძო სექტორს მხარდაჭერას ხელოვნური ინტელექტის ათვისებაში საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების გზით

  • სტარტაპების მხარდაჭერას დაფინანსების და კავშირების მოძიებაში

ქართული AI საზოგადოების გაძლიერება

ქართული AI-ის განვითარების ინიციატივები, რათა გვყავდეს ბევრი კარგი AI პროფესიონალი, რომლებიც განავითარებენ ქართულ AI-ის და AI-ის საქართველოში. ეს მიმართულება მოიცავს:

​​

  • პროფესიულ განვითარებაში მხარდაჭერას ცოდნის გაზიარებით და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებით

  • ერთობლივი პროექტების, კვლევებისა და მონაცემთა შეგროვების ინიცირებას

  • ქართული ენის AI მოდელების განვითარების მხარდაჭერას

bottom of page