top of page

რას ვაკეთებთ

GAIA სამი მიმართულებით მუშაობს - ცოდნის გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება; ბიზნესების და სტარტაპების მხარდაჭერა და ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარება. სამივე მიმართულებით GAIA თანამშრომლობს ასოციაციის წევრებთან და პარტნიორებთან კერძო და საჯარო სექტორიდან, აკადემიიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან. 

Olympiad Cover.jpeg

2025 წელს საქართველომ პირველად წარადგინა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. AI პროფესიონალების ახალი თაობის მომზადებისთვის მოსწავლეებს და სტუდენტებს GAIA საოლიმპიადო კურსს სთავაზობს, ხოლო ნაკრების შესარჩევად ეროვნულ ოლიმპიადას ატარებს

image_2025-09-26_165106025.png

ყოველთვიური შეხვედრებზე მონაწილეებს გამოცდილების გაზიარების და ნეთვორქინგის შესაძლებლობა აქვთ. ყოველთვიურად ტარდება ორი ტიპის შეხვედრა - AI პროფესიონალებისთვის ტექნიკური თემაზე და ფართო აუდიტორიისთვის AI-ისთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე

GAIA for Business.png

GAIA მსხვილ ბიზნესებს და SME-ებს მხარს უჭერს ცოდნის გაზრდაში და AI გადაწყვეტილებების დანერგვაში წამყვანი AI პროფესიონალების კონსულტაციებისა და ტრენინგების საშუალებით

AI Handshake.png

AI ცნობიერების ამაღლება

GAIA-ს AI ცნობიერების გაზრდის გრძელვადიანი ინიციატივა ემსახურება ციფრული და ტრადიციული მედიისა და საჯარო ლექციების საშუალებით მოსახლეობისთვის AI-ზე, მის შესაძლებლობებსა და გავლენებზე ცოდნისა გავრცელების და AI წიგნიერების ხელშეწყობას

IMG_7345.JPG

საქართველოს AI სამიტი

ქართული AI სამიტი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც AI-ის და მონაცემთა მეცნიერების პროფესიონალები და პარტნიორები საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ინიციატვებს და მომავლის პერსპექტივებს განიხილავენ

Student Club.ai.png

ხელოვნური ინტელექტის სტუდენტურ კლუბში საქართველოს უნივერსიტეტების AI კვლევებით დაინტერესებული სტუდენტები კურატორებთან ერთად სამეცნიერო ნაშრომებზე მუშაობენ. პარალელურად კი მათ AI-ის წამყვანი პროფესიონალები ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ

Chess

AI სტრატეგიის განვითარება

GAIA მუშაობს სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ბიზნესებთან და დონორებთან იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს AI სტრატეგია და მისი განვითარებისა და ათვისების ხედვა

3D Round Ridges

AI და ... | ლექციების სერია

AI და ... საჯარო ლექციებისა და ვორკშოპების სერიაა, რომლის
მიზანია სხვადასხვა სფეროებში - სამართალში, განათლებაში,
მარკეტინგში თუ მეცნიერებაში -    AI-ის და მისი გავლენის შესახებ
ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა სფეროს
პროფესიონალებს შორის ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა

GAIA for Members.jpg

GAIA წევრებისთვის

ასოციაციის სრული და ასოცირებული წევრები განსაკუთრებული შეთავაზებებით და სერვისებით სარგებლობენ - იღებენ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას, აქვთ სადისკუსიო და ცოდნის გაზიარების ციფრული სივრცე და ნეთვორქინგის შესაძლებლობები. რაც მთავარია, წევრები ხელს უწყობენ საქართველოში AI-ის ათვისებასა და განვითარებას

Cover_edited.jpg

ეროვნული AI ჰაკათონი ყოველწლიურად ტარდება მისი მონაწილეები საქართველოს კონტექსტში და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორგებული ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ

Speak for Georgia.png

ილაპარაკე საქართველოსთვის

ილაპარაკე საქართველოსთვის GAIA-ს და Common Voice Georgia-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც ქართული ენის Speech-to-Text მოდელის განვითარებისთვის მონაცემების შეგროვებას უწყობს ხელს

Abstract Sphere

საერთაშორისო თანამშრომლობა და კვლევა

GAIA ევროპის AI ფორუმის (EAIF) წევრია და თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ევროკავშირთან, Horizon ევროპასთან, გუგლ ქლაუდთან და სხვა პარტნიორებთან

bottom of page