გამარჯობა!
მადლობა GAIA-ს AI საოლიმპიადო კურსით დაინტერესებისთვის. კურსი სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს IOAI ოლიმპიადისთვის სრულფასოვან მომზადებას. თუმცა, მისი გავლა დამოუკიდებლად AI-თი დაინტერესებულ ყველა ადამიანს შეუძლია.
როგორ ტარდება კურსი?
კურსი ხელმისაწვდომია ორ ფორმატში:
დამოუკიდებლად - ყველა ლექცია ხელმისაწვდომი იქნება YouTube-ზე. დისქორდის სერვერზე გაწევრიანების შემდეგ კი წვდომა გექნება კურსის ლექციებზე, მასალებზე, დავალებებზე და შეძლებ დასვა კითხვები და მიიღო პასუხები კურსის სხვა მონაწილეებისგან და ლექტორებისგან
საოლიმპიადო ლაივ ფორმატში - საოლიმპიადო ფორმატში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ Google Meet-ით დაესწრონ ლექციებს რეალურ დროში, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ლაივ ფორმატში.
ვის შეუძლია რეგისტრაცია?
კურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს.
როგორ მოხვდე საოლიმპიადო ფორმატში?
საოლიმპიადო ფორმატში მონაწილეობისთვის უნდა გაიარო ტესტირება, რომელიც შეეხება ლოგიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, ალბათობისა და პროგრამირების საფუძვლებს.
ტესტზე მოწვევას მიიღებ 9 ოქტომბრის დილას, 6:00 საათზე. ტესტის დაწერის საშუალება გექნებათ 9 ოქტომბრის 06:00 საათიდან ამავე დღის შუაღამემდე 23:59. ტესტის დასაწერად გექნებათ 1 საათი ტესტის ჩართვიდან. ტესტირება ჩატარდება Classmarker პლატფორმის გამოყენებით.
გაითვალისწინე, რომ კურსის წარმატებით გასავლელად მათემატიკის, მათ შორის კალკულუსის და წრფივი ალგებრის და პროგრამირების საბაზისო ცოდნა დაგჭირდება.
შევხვდებით AI ოლიმპიადის კურსზე, სადაც ბევრი ახალი და საინტერესო გელოდება
წარმატებებს გისურვებთ!