გამარჯობა!
მადლობა GAIA-ს სტუდენური AI კლუბში გაწევრიანებით დაინტერესებისთვის. კლუბი III და IV კურსების და მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს კვლევის უნარების განვითარებას.
ეს უნიკალური ჰიბრიდული პროგრამა შექმნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულებისთვის, რათა ისინი ჩაერთონ რეალურ AI კვლევით პროექტებში.
კლუბის ფარგლებში სტუდენტური გუნდები იმუშავებენ AI-ის თემაზე კვლევებზე, გაივლიან სალექციო კურსს, შეხვედებიან წარმატებულ და საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო ნაშრომის ავტორი გუნდი კი გაემგზავრება საერთაშორისო კონფერენციაზე/ექსპოზე.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- მიზანი: მონაწილეების მომზადება სამეცნიერო კვლევისთვის, საერთაშორისო კონფერენციებსა და წამყვან სადოქტორო/მაგისტრატურის პროგრამებში აპლიკაციების გასაგზავნად. 
- საჭირო ცოდნა: Python-ის პროგრამირება, მათემატიკა (კალკულუსი, წრფივი ალგებრა, სტატისტიკა და ალბათობა) და ML-ის საფუძვლები. 
- პროგრამის მოთხოვნები: ყოველკვირეული შეხვედრები, სემინარები და გუნდური მუშაობა. 
აპლიკაციის ვადები:
- რეგისტრაცია სრულდება 2 ნოემბერს, 23:59 საათზე. 
- შერჩევის პროცესი: რეგისტრაცია, ტექნიკური ტესტირება/დავალება და ინტერვიუ. 
- შედეგების გამოცხადება: 17-24 ნოემბერი. 
რეგისტრაციისთვის დაგჭირდება 5-7 წუთი.
გამოიყენე შანსი, გახდე AI-ს მკვლევარი და მოემზადე საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე გასასვლელად. შევხვდებით სტუდენტურ AI კლუბში, სადაც ბევრი ახალი და საინტერესო ამბავი გელოდება
წარმატებებს გისურვებთ!