top of page

AI აგენტები და ავტომატიზაცია

სერვისის აღწერა

თანამედროვე ბიზნესში AI აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის წყარო - ის ხდება გუნდის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი პროექტის ფარგლებში, თქვენი კომპანია შექმნის თავის პირველ AI აგენტს, რომელიც ასრულებს კონკრეტულ ოპერაციულ ამოცანებს, ზოგავს დროს და გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს.

​

AI აგენტი შეითავსებს ისეთ ფუნქციურ როლებს, როგორიცაა:

  • მომხმარებელთა მხარდაჭერის ექსპერტი - პასუხობს შეკითხვებს, ამუშავებს მოთხოვნებს და ინტეგრირდება თქვენს CRM სისტემაში.

  • ზარების ხარისხის მონიტორინგი - ავტომატურად აანალიზებს გაყიდვების ან მხარდაჭერის გუნდის აუდიო ჩანაწერებს, ახდენს მათ ტრანსკრიფციას და აფასებს ხარისხს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.

  • Workflow ავტომატიზაცია - აკავშირებს სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას ერთმანეთთან, რათა მონაცემთა გადაცემა და დამუშავება მოხდეს ადამიანის ჩარევის გარეშე.

რას მოიცავს ავტომატიზაციის სერვისი?

  1. როლის დიაგნოსტიკა - განისაზღვრება AI აგენტის კონკრეტული ფუნქციები და პასუხისმგებლობები თქვენს ბიზნეს-პროცესებში.

  2. ცოდნის ბაზის შექმნა - სისტემაში იტვირთება თქვენი შიდა დოკუმენტაცია და პროდუქტების კატალოგები, რათა AI-მ მხოლოდ თქვენი კომპანიის სპეციფიკით იმოქმედოს.

  3. ლოგიკისა და „პრომპტების“ ინჟინერია - იწერება ინსტრუქციების ჯაჭვი, რომელიც AI-ს გადაწყვეტილების მიღებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარს აძლევს.

  4. სისტემური ინტეგრაცია (Workflows) - AI აგენტი უერთდება თქვენს CRM-ს, მეილს ან სხვა ხელსაწყოებს, რაც მას დავალებების რეალურად შესრულების საშუალებას აძლევს.

  5. ტესტირება და ოპტიმიზაცია - გაშვების შემდეგ ხდება აგენტის მუშაობის მონიტორინგი და მისი დახვეწა რეალურ ქეისებზე დაყრდნობით.

რას მიიღებს კომპანია?

აგენტის/ავტომატიზაციის ფუნქციური საპილოტე ვერსია

გადაწყვეტის ტექნიკური დოკუმენტაცია

პირველადი შედეგების რეპორტი

გამოყენებისა და მართვის ინსტრუქცია

bottom of page