AI აგენტები და ავტომატიზაცია
სერვისის აღწერა
თანამედროვე ბიზნესში AI აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის წყარო - ის ხდება გუნდის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი პროექტის ფარგლებში, თქვენი კომპანია შექმნის თავის პირველ AI აგენტს, რომელიც ასრულებს კონკრეტულ ოპერაციულ ამოცანებს, ზოგავს დროს და გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს.
AI აგენტი შეითავსებს ისეთ ფუნქციურ როლებს, როგორიცაა:
-
მომხმარებელთა მხარდაჭერის ექსპერტი - პასუხობს შეკითხვებს, ამუშავებს მოთხოვნებს და ინტეგრირდება თქვენს CRM სისტემაში.
-
ზარების ხარისხის მონიტორინგი - ავტომატურად აანალიზებს გაყიდვების ან მხარდაჭერის გუნდის აუდიო ჩანაწერებს, ახდენს მათ ტრანსკრიფციას და აფასებს ხარისხს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.
-
Workflow ავტომატიზაცია - აკავშირებს სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას ერთმანეთთან, რათა მონაცემთა გადაცემა და დამუშავება მოხდეს ადამიანის ჩარევის გარეშე.
რას მოიცავს ავტომატიზაციის სერვისი?
-
როლის დიაგნოსტიკა - განისაზღვრება AI აგენტის კონკრეტული ფუნქციები და პასუხისმგებლობები თქვენს ბიზნეს-პროცესებში.
-
ცოდნის ბაზის შექმნა - სისტემაში იტვირთება თქვენი შიდა დოკუმენტაცია და პროდუქტების კატალოგები, რათა AI-მ მხოლოდ თქვენი კომპანიის სპეციფიკით იმოქმედოს.
-
ლოგიკისა და „პრომპტების“ ინჟინერია - იწერება ინსტრუქციების ჯაჭვი, რომელიც AI-ს გადაწყვეტილების მიღებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარს აძლევს.
-
სისტემური ინტეგრაცია (Workflows) - AI აგენტი უერთდება თქვენს CRM-ს, მეილს ან სხვა ხელსაწყოებს, რაც მას დავალებების რეალურად შესრულების საშუალებას აძლევს.
-
ტესტირება და ოპტიმიზაცია - გაშვების შემდეგ ხდება აგენტის მუშაობის მონიტორინგი და მისი დახვეწა რეალურ ქეისებზე დაყრდნობით.
რას მიიღებს კომპანია?
აგენტის/ავტომატიზაციის ფუნქციური საპილოტე ვერსია
გადაწყვეტის ტექნიკური დოკუმენტაცია
პირველადი შედეგების რეპორტი
გამოყენებისა და მართვის ინსტრუქცია
