top of page

 მოდელები და ანალიტიკა

სერვისის აღწერა

პროექტის ფარგლებში იქმნება კონკრეტულ ბიზნეს-ამოცანაზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის მოდელი ან ანალიტიკური გადაწყვეტა. ჩვენი მიზანია, თქვენს ხელთ არსებული მონაცემები ვაქციოთ პროგნოზირებად და მართვად პროცესებად, რაც პირდაპირ აისახება კომპანიის ეფექტიანობაზე.

გადაწყვეტები მოიცავს ისეთ კრიტიკულ მიმართულებებს, როგორიცაა:

  • პროგნოზირებადი ანალიტიკა: გაყიდვების დინამიკის, საოპერაციო ხარჯებისა და კადრების გადინების (Churn Rate) ზუსტი წინასწარმეტყველება.

  • სმარტ-სეგმენტაცია: მომხმარებლებისა და პროდუქტების კლასიფიკაცია ქცევითი მახასიათებლების მიხედვით, მარკეტინგული ეფექტიანობისთვის.

  • პერსონალიზებული რეკომენდაციები: პროდუქტებისა და ფასდაკლებების ინდივიდუალური შეთავაზებების გენერირება გაყიდვების მაქსიმიზაციისთვის.

რას მოიცავს სერვისი?

  1. ბიზნეს ამოცანების განსაზღვრა და ჰიპოთეზები - ხდება თქვენი ბიზნესის საჭიროებების სიღრმისეული შესწავლით და არსებული მონაცემების აუდიტი. ამ ეტაპზე ყალიბდება სამუშაო ჰიპოთეზები, რომლებსაც AI მოდელმა უნდა უპასუხოს.

  2. მონაცემთა მომზადება და არქიტექტურის შერჩევა - სუფთავდება მონაცემები და სტრუქტურირება ალგორითმისთვის საჭირო ფორმატში. შეირჩევა საუკეთესო ტექნოლოგიური მიდგომა, რომელიც ყველაზე ეფექტურად გადაჭრის დასახულ ამოცანას.

  3. მოდელის განვითარება და დასწავლა - ეს არის პროექტის ძირითადი ფაზა, რომლის დროსაც ხდება ალგორითმის „წვრთნა“ თქვენს რეალურ მონაცემებზე. ამ პერიოდში ხდება პარამეტრების მუდმივი ოპტიმიზაცია მაქსიმალური სიზუსტის მისაღწევად.

  4. ვალიდაცია და შედეგების ანალიზი - მზა მოდელი გადის ტესტირებას ახალ მონაცემებზე, რათა დადასტურდეს მისი სანდოობა.

  5. რეპორტინგი და საბოლოო ინტეგრაცია - ხდება მოდელის დანერგვა თქვენს სისტემებში და დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება. თქვენ გადმოგეცემათ გამართული ინსტრუმენტი, რომელიც მზადაა გადაწყვეტილებების მისაღებად.

რას მიიღებს კომპანია?

ფუნქციური

Proof of Concept მოდელი

გადაწყვეტების ტექნიკური დოკუმენტაცია

პილოტირების

და მართვის

გეგმა

შედეგების ანალიზი & რეპორტინგი

bottom of page