top of page

შემდეგი ეროვნული AI ჰაკათონის 2026 წელს ჩატარდება

ეროვნული AI ჰაკათონის შესახებ

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი GAIA-ს ახალი ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის მთავარ AI ჰაკათონად ჩამოყალიბდება. ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი მხარდამჭერები კავკასიის უნივერსიტეტი და თიბისი არიან.

ჰაკათონის მონაწილეები საქართველოს კონტექსტში და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორგებული ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ.

ამოცანა:

შემდეგი ჰაკათონის ამოცანები დაანონსდება ჰაკათონამდე 1 თვით ადრე.

მონაწილეებმა უნდა შექმნან ფუნქციური დემო/MVP ერთ-ერთი მიმართულებით და წარადგინონ მისი განვითარების ტექნიკური და ბიზნეს ხედვა.

გამარჯვებულები და პრიზები

გამარჯვებულ გუნდებს ჰაკათონის ჟიური გამოავლენს თითოეულ კატეგორიაში. გუნდები პროდუქტის განვითარებისთვის ფულად პრიზებს მიიღებენ. ასევე, გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ GAIA-ს დახმარებით ბიზნესებს სამომავლო თანამშრომლობისთვის შექმნილი პროდუქტები გააცნონ.

ჰაკათონში მონაწილეობა

ჰაკათონი გუნდურად ჩატარდება და თითოეულ გუნდში შეიძლება იყოს 2-5 წევრი.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის, მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული ინჟინერიის სფეროში ცოდნა და გამოცდილება. რეგისტრირებულ გუნდებს მონაწილეობის დასტური, ამოცანის პირობები და ღონისძიების დეტალები ერთი კვირით ადრე გაუზიარდებათ.

Cover_edited.jpg
bottom of page