top of page

Gen AI-ის ათვისების მართვა

სერვისის აღწერა

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (GenAI) არის ტექნოლოგიების ერთობლიობა, რომელსაც შეუძლია შექმნას უნიკალური კონტენტი: ტექსტი, გრაფიკული გამოსახულება, პროგრამული კოდი თუ აუდიო მასალა. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც თანამშრომლების პროდუქტიულობას, საშუალოდ, 30%-ით და მეტით ზრდის. თუმცა, მაქსიმალური უკუგების მისაღებად საჭიროა არა მხოლოდ ხელსაწყოების ფლობა, არამედ მათი სწორი სტრატეგიული ათვისება.

რას მოიცავს საკონსულტაციო სერვისი?

  1. ტექნიკური მართვა - თქვენს ბიზნეს-ამოცანებზე მორგებული GenAI ინსტრუმენტების შერჩევა, მათი კონფიგურაცია და არსებულ პროგრამულ ეკოსისტემასთან ინტეგრაცია.

  2. ორგანიზაციული ტრანსფორმაცია - სამუშაო პროცესების (Workflows) გადაწყობა ისე, რომ AI-მ შეასრულოს რუტინული სამუშაო, ხოლო გუნდს კრეატიული და სტრატეგიული ფოკუსი დაუტოვოს.

  3. პროექტული მართვა და მონიტორინგი - დანერგვის პროცესის სრული მენეჯმენტი — საწყისი ეტაპიდან საბოლოო, გაზომვად შედეგებამდე.

  4. თანამშრომლების მომზადება - სიღრმისეული სწავლება და "Prompt Engineering"-ის დაუფლება, რათა თქვენმა გუნდმა AI ინსტრუმენტებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

რას მიიღებს კომპანია?

AI Use Case-ებისა და პრომპტების ბიბლიოთეკა

AI -ის გამოყენების შიდა პოლიტიკა

სპეციალიზებული სასწავლო

კურსი

პერსონალიზებული შიდა ბოტი

bottom of page