GAIA Meetups | Horizons - AI უნარები 2026 წელს | ნათია ქართველიშვილი
ხუთ, 23 აპრ
|D Block Tbilisi
GAIA Meetups Horizons-ის მორიგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რომელი უნარები დაგეხმარებათ AI-ს ეფექტურ მართვასა და სამუშაო პროცესების სწორ დელეგირებაში 2026 წელს.


დრო & ადგილი
23 აპრ. 2026, 19:00 – 20:30
D Block Tbilisi, 14 Merab Kostava St
ღონისძიების შესახებ
მითაფზე განვიხილავთ საერთაშორისო ტენდენციებს და იმას, თუ როგორ შეიცვალა პროფესიული მოვალეობები AI ეპოქაში. მთავარი აქცენტი გაკეთდება Human-led AI სქილსეტზე — უნარზე, დავინახოთ, სად არის აუცილებელი ადამიანის ჩართულობა და სად უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი ან გუნდის „+1 წევრი“.
შეხვედრის თემები:
JTBD (Jobs To Be Done) ტრანსფორმაცია: როგორ შეიცვალა სამუშაო პროცესები Support-ის, HR-ის, გაყიდვების, მარკეტინგისა და პროდუქტის მენეჯმენტის როლებში.
დელეგირების საზღვრები: რა ფუნქციები შეგვიძლია მივანდოთ AI-ს და რისი დელეგირებაა შეუძლებელი.
საერთაშორისო ქეისები: რეალური მაგალითები გლობალური ბაზრიდან, რომლებიც უკვე პრაქტიკაშია დანერგილი.
ლოკალური კონტექსტი: რა ელის ქართულ ბაზარს და რაში უნდა ჩადონ ინვესტიცია საშუალო ბიზნესის პროფესიონალებმა.
