GAIA Meetups Horizons - პირველი AI თანამშრომელი | ირაკლი ჩხეიძე
ხუთ, 28 მაი
|D Block Tbilisi
როგორ დაინერგა „პირველი AI თანამშრომელი“ - აგენტური სისტემა TBC უზბეკეთში და რა სპეციფიკურ ეტაპებს მოიცავდა ეს პროცესი. შეხვედრაზე განვიხილავთ რეალურ მაგალითებსა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია AI აგენტების წარმატებული ინტეგრაციისთვის.


დრო & ადგილი
28 მაი. 2026, 19:00 – 21:00
D Block Tbilisi, 14 Merab Kostava Street
ღონისძიების შესახებ
GAIA Meetups Horizons-ის მორიგი შეხვედრა ეთმობა თემას - „პირველი AI თანამშრომელი“, რომელსაც ირაკლი ჩხეიძე (Head of Digital Acquisition TBC UZ & Payme UZ) გაუძღვება. ირაკლის ციფრული პროდუქტების ზრდისა და განვითარების 18-წლიანი გამოცდილება აქვს და უშუალოდ ხელმძღვანელობდა AI აგენტების დანერგვას თავის გუნდში.
შეხვედრაზე გაიგებთ, თუ როგორ დაინერგა აგენტური სისტემა TBC უზბეკეთში და რა კონკრეტულ ეტაპებს მოიცავდა ეს პროცესი. განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია AI აგენტების წარმატებული ინტეგრაციისთვის.
🦾 GAIA Meetups Horizons არის შეხვედრების სერია, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უზიარებენ ერთმანეთს, როგორ ცვლის AI მათ ყოველდღიურ სამუშაო რეალობას.
