
რას ვაკეთებთ
GAIA სამი მიმართულებით მუშაობს - ცოდნის გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება; ბიზნესების და სტარტაპების მხარდაჭერა და ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარება. სამივე მიმართულებით GAIA თანამშრომლობს ასოციაციის წევრებთან და პარტნიორებთან კერძო და საჯარო სექტორიდან, აკადემიიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან.

01
Georgian AI Meeetup
ქართული AI Meetup ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების პროფესიონალები საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ინიციატვებს და მომავლის პერსპექტივებს განიხილავენ.
02
GAIA წევრებისთვის
ასოციაციის სრული და ასოცირებული წევრები განსაკუთრებული შეთა ვაზებებით და სერვისებით სარგებლობენ - იღებენ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას, აქვთ სადისკუსიო და ცოდნის გაზიარების ციფრული სივრცე და ნეთვორქინგის შესაძლებლობები. რაც მთავარია, წევრები ხელს უწყობენ საქართველოში AI-ის ათვისებასა და განვითარებას


03
ილაპარაკე საქართველოსთვის
ილაპარაკე საქართველოსთვის GAIA-ს და Common Voice Georgia-ს ერ თობლივი პროექტია, რომელიც ქართული ენის Speech-to-Text მოდელის განვითარებისთვის მონაცემების შეგროვებას უწყობს ხელს
04
AI ყველასთვის
AI ყველასთვის GAIA-ს გრძელვადიანი ინიციატივაა, რომელიც ციფრული და ტრადიციული მედიისა და საჯარო ლექციებისა და სემინარების საშუალებით მოსახლეობისთვის AI-ზე, მის შესაძლებლობებსა და გავლენებზე ცოდნის გაზრდას და AI წიგნიერების გაზრდას ემსახურება

05
ბიზნესების მხარდაჭერა
GAIA მსხვილ ბიზნესებს და SME-ებს მხარს უჭერს პროდუქტიულობის გაზრდაში, AI ხელსაწყოების და მოდელების დანერგვაში და მონაცემების მონეტიზაციაში AI პროფესიონალების კონსულტაციებისა და ტრენინგების საშუალებით


06
AI სტრატეგია და პოლიტიკა
GAIA მუშაობს სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ბიზნესებთან და დონორებთან იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს AI სტრატეგია და მისი განვითარებისა და ათვისების ხედვა
07
2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე. AI პროფესიონალების ახალი თაობის მომზადებისთვის მოსწავლეებს და სტუდენტებს GAIA საოლიმპიადო კურსს სთავაზობს, ხოლო ნაკრების შესარჩევად შიდა ოლიმპიადას ატარებს.