GAIA ბიზნესისთვის
AI ტრენინგები
AI ტრენინგების შესახებ
GAIA-ს კორპორაციული AI ტრენინგები შექმნილია მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის, რათა ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ეფექტიან ინსტრუმენტად იქცეს. სატრენინგო პროგრამები კომპანიის სექტორის, საქმიანობის და საჭიროებების მიხედვით დგება და პრაქტიკულ გამოყენებაზეა ორიენტირებული.
ჩვენი კურსები
GAIA-ს ყველა კურსის დაწყებამდე ტრენინგის პროგრამა, კომპანიასთან კონსულტაციით, მის საჭიროებებს, სექტორის სპეციფიკაცასა და უახლეს ინსტრუმენტებს ერგება.
AI-ის
საფუძვლები
ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპები, ძირითადი ინსტრუმენტები და მათი სწორად და ეფექტურად გამოყენება
AI ფინანსებისა და ანალიტიკისთვის
მონაცემთა დამუშავების ავტომატიზაცია, ფინანსური პროგნოზირება და რისკების შეფასება, Claude-ის ფინანსური ინსტრუმენტები
AI მენეჯერებისთვის
სტრატეგიული გადაწყვეტილებებში, მართვაში და შეფასებაში AI-ის ინტეგრირება და გუნდის პროდუქტიულობის მართვა
AI პროექტების მართვისთვის
AI-ის გამოყენება პროექტების დაგეგმვასა და მართვაში, AI PM პროდუქტები
AI მარკეტინგისთვის
მარკეტინგული ანალიზი, ციფრული მარკეტინგი და პერსონალიზებული კომუნიკაცია AI-ს გამოყენებით
AI და HR
AI-ის გამოყენება HR-ის სრულ ციკლში რეკრუტინგიდან ანალიტიკამდე
AI
კონტენტისთვის
ტექსტური, ვიზუალური და აუდიო კონტენტის გენერირება და კონტენტ სტრატეგიის განვითარება AI-ის გამოყენებით
აგენტები და ავტომატიზაცია
ბიზნეს პროცესების და განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაცია და ჭკვიანი აგენტების შექმნა/დანერგვა
ხშირად დასმული კითხვები
სად ტარდება და როდის?
ტრენინგები შეიძლება ჩატარდეს ფიზიკურად ან ონლაინ, კომპანიასთან შეთანხმებულ ადგილას და მოსახერხებელ დროს.
ვინ ატარებს ტრენინგებს?
ტრენინგებს ქვეყნის წამყვანი, პრაქტიკოსი AI პროფესიონალები უძღვებიან.
რამდენი ხანი გრძელდება ტრენინგები?
კურსის, გრაფიკის, ჩართული თანამშრომლებისა და თემების კომპლექსურობის მიხედვით ტრენინგები შეიძლება იყოს რამდენიმესაათიანი ან განაწილდეს რამდენიმე კვირაზე. თითოეული სესიის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 2-2.5 საათია.
ჩამოთვლილი კურსებისგან განსხვავებული ტრენინგის ჩატარებაც შეიძლება?
დიახ. ტრენინგები და მათი პროგრამები ერგება კომპანიის ინტერესებს და საჭიროებებს.
ვისთვის ჩაგიტარებიათ ტრენინგები?
GAIA-ს გუნდი ქვეყნის საუკეთესო AI პროფესიონალებს აერთიანებს. ამ გუნდს აქვს გამოცდილება შემდეგ სექტორებთან: საცალო ვაჭრობა, დეველოპმენტი, ფინანსური სერვისები, ჯანდაცვა, მომხმარებელთა მხარდაჭერა, განათლება, ავტომობილები და ლოჯისტიკა და მცირე და საშუალო ბიზნესები.
სხვა კითხვებიც მაქვს. სად შეგეხმიანოთ?
+995 579 19 93 20 | +995 558 25 72 82
services@aiassociation.ge | info@aiassociation.ge
