

AI x HR კურსი გაიასგან HR პროფესიონალებისთვისაა, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის საკუთარ საქმეში უფრო ეფექტურად გამოყენება და თან AI-ითი გამოწვეული ცვლილებებისთვის დროულად მომზადება უნდათ.
კურსი პრაქტიკულია და იმ ინსტრუმენტებზე და უნარებზეა ორიენტირებული, რომლის თქვენს საქმეში გამოყენებაც ახლავე შეგიძლიათ.
სესიები: 4 ფიზიკური სესია (13, 15, 20, 21 მაისი)
ხანგრძლივობა: 2.5 საათი
სულ: 10 საათი
კურსის ღირებულება: 850 ლარი (შესაძლებელია ინვოისით გადახდაც)
კურსის ძირითადი საკითხები:
1. AI ინსტრუმენტების გამოყენება ყოველდღიური HR ამოცანებისთვის
2. მონაცემების უსაფრთხოება, ორგანიზაციის AI მზაობის შეფასება და კულტურული ცვლილებები
3. AI-ს გავლენა შრომის ბაზარზე და HR პროფესიის ტრანსფორმაცია
კურსის გავლის შემდეგ:
- 
გაიგებთ, რეალურად რა არის, როგორ მუშაობს და როგორ შეიძლება AI-ის ეფექტურად გამოყენება HR პროცესებში 
- 
შეგეძლებათ AI ხელსაწყოების გამოყენება HR-ის სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის რეკრუტინგში, ადმინისტრაციულ საქმეში, სწავლასა და განვითარებაში, მოტივაციის მართვაში 
- 
გეცოდინებათ პრომპტ ინჟინერიის მთავარი პრინციპები და შეძლებთ მის გამოყენებას ქართული ან ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ვაკანსიების, CV სკანირებისა და დოკუმენტაციის შესაქმნელად 
- 
შეაფასებთ AI-ის რისკებს და გეცოდინებათ, როგორ დაიცვათ მონაცემთა უსაფრთხოება 
- 
შეძლებთ AI-ის დანერგვისთვის ორგანიზაციის მზაობის შეფასებას და ამ პროცესში თქვენი პოზიტიური როლის განსაზღვრას 
- 
ეცოდინებათ, როგორ იცვლება შრომის ბაზარი და HR პროფესია AI-ის განვითარებასთან ერთად და როგორ უნდა მოემზადოთ ამ ცვლილებებისთვის 




