GAIA ბიზნესისთვის
კონსულტაცია და სტრატეგია
საკონსულტაციო სერვისის შესახებ
კონსტულაცია და პირველი AI სტარტეგიის შექმნა კომპანიებს AI-ში გარკვევაში და პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. AI-ის დასანერგად კომპანიასთან ერთად გეგმა მზადდება ისე, რომ მან მიიღოს რეალური, გაზომვადი ღირებულება AI-ის და მონაცემთა ტექნოლოგიების დანერგვით.
პროექტი მოიცავს კომპანიის პროცესების შესწავლას და ანალიზს, AI-ის და ავტომატიზაციის დანერგვისთვის ყველაზე სწორი პროცესების შერჩევას, ათვისების გეგმის და ტექნიკური დავალებების მომზადებას და მომწოდებლების/ ვენდორების შერჩევას
დრო და პროცესი
პროექტი საშუალოდ 6-კვირიანია და 4 ძირითადი ნაწილისგან შედგება:
1. რა ხდება ახლა
პროცესების შესწავლა, ინტერვიუები და პროცესების რუკის მომზადება
2. რა შეიძლება გამოვიდეს
IT სისტემების ანალიზი, სწრაფად დანერგვადი გამოყენების სია
3. რისი გაკეთება ჯობია
AI-ის დანერგვის იდეების პრიორიტეტიზაცია მზაობის და ბიზნეს ღირებულების მიხედვით
4. როგორ გავაკეთოთ
ტექნიკური დავალებების მომზადება, მომწოდებლების შერჩევა და მათთან კომუნიკაცია
შედეგები
პროცესების და
მათში AI-ის
ინტეგრაციის სქემა
კომპანიაში AI-ის გამოყენების ქეისების სია
ტექნიკური
დავალებები
სერვისებისთვის
პოტენციური
მომწოდებლების სია
ხშირად დასმული კითხვები
ვინ იქნება კონსულტანტი?
GAIA-ს AI ცენტრი აერთიანებს AI და ბიზნეს პროფესიონალებს, რომლებსაც საერთაშორისო და ქართულ კომპანიებში ხელოვნურ ინტელექტზე, მონაცემთა მოდელებზე, ციფრულ პროდუქტებზე და ბიზნეს ტრანსფორმაციაზე მუშაობის გამოცდილება აქვთ და ახლა ამ გამოცდილების სხვა ბიზნესებისთვის გაზიარებისთვის არიან მზად.
საერთოდ არ ვიცი AI როგორ გამოვიყენო, მაგრამ მინდა დანერგვა - ეს სწორი სერვისია?
ეს ყველაზე სწორი სერვისია. ჩვენი მიზანი ბიზნესებში AI-ის დანერგვისკენ პირველი ნაბიჯების ერთად და სწორად გადადგმაა.
ვისთან გიმუშავიათ?
ეს ახლა ყველაზე საჭიროა კომპანიებისთვის, რომლებიც იწყებენ AI-ის ათვისებას. უკვე ვემუშავეთ კომპანიებს შემდეგი სექტორებიდან:
-
საცალო ვაჭრობა
-
ავტოდილერები
-
ფინანსური სერვისები
-
მომხმარებელთა მხარდაჭერა
-
ენერგეტიკა
სხვა კითხვებიც მაქვს. სად შეგეხმიანოთ?
+995 579 19 93 20 | +995 558 25 72 82
services@aiassociation.ge | info@aiassociation.ge
