გამარჯობა,
GAIA-ში დავიწყეთ მუშაობა ანგარიშზე State of AI in Georgia 2026, რომლის მიზანია ადგილობრივი AI ეკოსისტემის, შესაძლებლობების და გამოწვევების ანალიზი. ასეთი ანგარიშები დგება და ქვეყნდება ყველა ქვეყანაში, რომელსაც AI-ის განვითარება აქვს მიზნად.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ეს რეპორტი აუცილებელია რეალური სურათის დასახახად, ესე იგი, სად ვართ ახლა, რა შესაძლებლობები გვაქვს და რა გვჭირდება განვითარებისთვის.
ამიტომ, თქვენი მონაწილეობა და ინფორმაციის გაზიარება პირველი რეპორტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რეპორტი საჯაროდ გამოქვეყნდება, მათ შორის გაუზიარდება ბიზნეს ასოციაციებს.
შედეგების მიხედვით, GAIA მიზნობრივად პროექტებს დაგეგმავს წევრი კომპანიების მხარდასაჭერად.
კვლევის ფარგლებში შეგროვებული ყველა ფინანსური და შიდაორგანიზაციული მონაცემი სრულად კონფიდენციალურია. პირველად, დაუმუშავებელ მონაცემებზე წვდომა ექნება ასოციაციის თანამშრომელთა შეზღუდულ ჯგუფს. საბოლოო რეპორტში ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება მხოლოდ აგრეგირებული (ჯამური სტატისტიკის) სახით, რაც გამორიცხავს კონკრეტული კომპანიის იდენტიფიცირებას.
კითხვარის შევსებას დასჭირდება 10 წუთი.
მადლობა თანამშრომლობისთვის