GAIA Meetups Tech - Model Context Protocol: From LLMs to External Systems | ნათია ქუხილავა
Thu, Sep 24
|D Block Tbilisi
შეხვედრაზე გაიგებთ, თუ როგორ ეხმარება Model Context Protocol (MCP) დიდ ენობრივ მოდელებს გარე სისტემებსა და მონაცემთა წყაროებთან უსაფრთხო დაკავშირებაში. განვიხილავთ იმ ძირითად პრინციპებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება LLM-ების პრაქტიკული შესაძლებლობების გასაფართოებლად.


Time & Location
Sep 24, 2026, 7:00 PM – 9:00 PM
D Block Tbilisi, 14 Merab Kostava St
About the event
GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა დაეთმობა თემას: Model Context Protocol: From LLMs to External Systems
დიდი ენობრივი მოდელების (LLM) შესაძლებლობები ტექსტის გენერირებაში უკვე კარგად ვიცით, თუმცა მათი ნამდვილი პოტენციალი მაშინ იხსნება, როდესაც მოდელები რეალურ სამყაროსა და გარე სისტემებს უერთდებიან.
შეხვედრას გაუძღვება ნათია ქუხილავა. ღონისძიებაზე დეტალურად განვიხილავთ Model Context Protocol (MCP)-ს: თანამედროვე სტანდარტს, რომელიც ენობრივ მოდელებსა და გარე მონაცემთა წყაროებს, ინსტრუმენტებსა თუ აპლიკაციებს შორის უსაფრთხო, მოქნილ და ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
ვისთვის არის ეს შეხვედრა?
ღონისძიება განკუთვნილია AI/ML ინჟინრებისთვის, Software დეველოპერებისთვის, ტექნიკური არქიტექტორებისა და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც მუშაობს ან გეგმავს AI აგენტებისა და კომპლექსური LLM ინტეგრაციების შექმნას.
