
ხელოვნური ინტელექტის სტუდენტური კლუბი GAIA-ს და ISET-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების კურსს გადიან, მუშაობენ რეალურ პროექტებზე და მონაწილეობენ შეჯიბრებსა და ჰაკათონებში.
კლუბის მიზანი სტუდენტების AI და მონაცემთა მეცნიერების სფეროში კარიერისთვის მომზადებაა. ამ მიმართულებებით ახალი თაობის პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა კი GAIA-ს 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
AI სტუდენტური კლუბი სტუდენტებს სთავაზობს:
-
რეგულარულ ლექციებსა და შეხვედრებს საქართველოს წამყვან AI და მონაცემთა მეცნიერების პროფესიონალებთან
-
პრაქტიკულ ვორქშოფებს
-
გუნდურ მუშაობას რეალურ AI პროექტებზე
-
ჰაკათონებსა და შეჯიბრებებს
-
სასწავლო რესურსებს და მენტორინგს
-
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების III და IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე ახალ კურსდამთავრებულებს.
-
კლუბის შეხვედრები ტარდება რეგულარულად, ყოველ მეორე ხუთშაბათს 19:00 საათზე ISET-ში (შეხვედრის დღე შეიძლება შეიცვალოს შერჩეული მონაწილეების უმრავლესობის გრაფიკის შესაბამისად).
კლუბში გაწევრიანებისთვის დარეგისტრირდით და დაელოდეთ წევრობის დადასტურებას