მთავარ შიგთავსზე გადასვლა
კალენდარი

AI და ციფრული მარკეტინგი: ხელოვნური ინტელექტი ციფრულ მარკეტინგში

მალე
26 ნოემბერი, 2026, 19:00–21:00
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, 82 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0179, საქართველო

შეხვედრის თემა იქნება AI და ციფრული მარკეტინგი - ხელოვნური ინტელექტი ციფრულ მარკეტინგში.

დღეს AI-ს გამოყენება მარკეტინგში უკვე ყოველდღიურობაა. კონტენტისა და ვიზუალების შექმნიდან დაწყებული, რეკლამების დაგეგმვითა და აუდიტორიის ქცევის ანალიზით დასრულებული - ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ რუტინას ამცირებს და კამპანიების მართვას ბევრად უფრო მოქნილს ხდის.

შეხვედრაზე სპიკერები პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილავენ, რა მუშაობს რეალურად, სად გვეხმარება AI ყველაზე მეტად და რა უნდა გაითვალისწინონ მარკეტერებმა.

შეხვედრის სპიკერები:

  • ალექსანდრე ჩომახიძე - ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, AI და ციფრული სტრატეგიის კონსულტანტი

  • მარიამ ბებიაშვილი - minds&marketing-ის დამფუძნებელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

  • გიორგი ბერეჩიკიძე - ციფრული გაყიდვებისა და განვითარების ხელმძღვანელი თიბისი ბანკში, თბილისის კომუნიკაციის სკოლის (Commschool) ლექტორი

ადგილი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), ი. ჭავჭავაძის გამზ.  N82 დრო: 26 ნოემბერი | 19:00 საათი