top of page

​​

შემდეგი ეროვნული AI ჰაკათონის 2026 წელს ჩატარდება

​​

ეროვნული AI ჰაკათონის შესახებ​

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი GAIA-ს ახალი ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის მთავარ AI ჰაკათონად ჩამოყალიბდება. ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი მხარდამჭერები კავკასიის უნივერსიტეტი და თიბისი არიან.

​

ჰაკათონის მონაწილეები საქართველოს კონტექსტში და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორგებული ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ.

​

ამოცანა:

შემდეგი ჰაკათონის ამოცანები დაანონსდება ჰაკათონამდე 1 თვით ადრე.

​

მონაწილეებმა უნდა შექმნან ფუნქციური დემო/MVP ერთ-ერთი მიმართულებით და წარადგინონ მისი განვითარების ტექნიკური და ბიზნეს ხედვა.

​

გამარჯვებულები და პრიზები

გამარჯვებულ გუნდებს ჰაკათონის ჟიური გამოავლენს თითოეულ კატეგორიაში. გუნდები პროდუქტის განვითარებისთვის ფულად პრიზებს მიიღებენ. ასევე, გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ GAIA-ს დახმარებით ბიზნესებს სამომავლო თანამშრომლობისთვის შექმნილი პროდუქტები გააცნონ.

​

ჰაკათონში მონაწილეობა

ჰაკათონი გუნდურად ჩატარდება და თითოეულ გუნდში შეიძლება იყოს 2-5 წევრი.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის, მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული ინჟინერიის სფეროში ცოდნა და გამოცდილება. რეგისტრირებულ გუნდებს მონაწილეობის დასტური, ამოცანის პირობები და ღონისძიების დეტალები ერთი კვირით ადრე გაუზიარდებათ.​

Cover_edited.jpg
bottom of page