
GAIA დაჯილდოება 2025
ნომინანტების წარდგენა
წელს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია პირველად ჩაატარებს AI დაჯილდოებას. 6 კატეგორიაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემას აძლიერებენ და მის განვითარებას უწყობენ ხელს.
თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ საკუთარი თავი ან სხვა კანდიდატი შემდეგ ნომინაციებში:
-
AI Community Builder - პროფესიული AI საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
-
Rising Star - ახალგაზრდა პერსპექტიული AI პროფესიონალი/პროფესიონალების ჯგუფი
-
Rising Star Startup - პერსპექტიული AI სტარტაპი
-
Contributions to AI in Georgia - საქართველოში AI-ის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
-
AI Educator - AI განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (ინდივიდუალური)
-
Georgian AI Supporter - ქართულენოვანი AI-ის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
გამარჯვებულებს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან, გენერალური დირექტორისა და ვიცე-დირექტორებისგან შემდგარი ჯგუფი გამოავლენს.
ნომინანტების წარდგენა 5 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლიათ.
