Paper Reading Club: ინტერესის გამოხატვა
GAIA PRC საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინიციატივაა, რომელიც მონაცემთა მეცნიერებს, ML ინჟინრებსა და სხვა AI პროფესიონალებს კვლევებისა და ნაშრომების განხილვის საერთო სივრცეს სთავაზობს.
როგორ მუშაობს კლუბი
კლუბში ყოველკვირეულად ირჩევა ერთი, წინასწარ შერჩეული ნაშრომი. ნაშრომების თანმიმდევრობა წინასწარ არის ცნობილი და კლუბის წევრებს შეუძლიათ მათ თითოეული ნაშრომის გარჩევამდე გაეცნონ, შეკითხვები მოამზადონ და თავიანთი მოსაზრებები და იდეები კლუბის სხვა წევრებს გაუზიარონ.
აუცილებელია, კლუბის წევრს ჰქონდეს ნაშრომის დამოუკიდებლად წაკითხვის და გარჩევისთვის საჭირო პროფესიული/აკადემიური გამოცდილება/ცოდნა.
კლუბის თითოეული შეხვედრისთვის კლუბის ერთი წევრი, რომელიც ირჩევა კლუბის წევრებისგან როტაციულად, წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით ან საკუთარი სურვილით, ამზადებს გეგმით გათვალისწინებული ნაშრომის პრეზენტაციას. შეკრებაზე პრეზენტატორი აკეთებს მოკლე მოხსენებას და შემდეგ მონაწილეობს დისკუსიისა და კითხვა-პასუხის წარმართვაში.
კლუბს ჰყავს ლიდი, რომელიც პასუხისმგებელია კლუბის შეკრებების ორგანიზებაზე, კლუბის წევრებისთვის მასალების გაზიარებაზე, პრეზენტატორის შერჩევასა და დისკუსიის და კითხვა-პასუხის დინამიურად და საინტერესოდ წარმართვაზე.
საწყის ეტაპზე, კლუბის მიზანია პირველი შეკრებიდან 1 წლის შემდეგ დაიწეროს 1 მაინც ნაშრომი კლუბის წევრების მონაწილეობით.
- შეკრების დრო
- კვირაში ერთხელ, ერთსა და იმავე დღესა და დროს (მაგალითად, ხუთშაბათს, 19:30 საათზე, გადაწყდება წევრებთან შეთანხმებით)
- შეკრების ადგილი
- ჰიბრიდულად, ფიზიკური შეხვედრა ქალაქის ცენტრში, TBD და პარალელურად ონლაინ ზუმში/დისქორდზე
ნაშრომების შემოთავაზებული გეგმა, რომელიც შეიძლება გადაიხედოს პროცესში: LLM Reading List(ახალ ჩანართში)
თუ არ ხართ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის წევრი, შემოგვიერთდით: წევრობა
ინტერესის გამოხატვის ფორმა
ფორმა Google Forms-ზეა განთავსებული და ახალ ჩანართში გაიხსნება.
ფორმის გახსნა (ახალ ჩანართში)